Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარცხის მიუხედავად, მილანს ბოლო 17 წელიწადში საუკეთესო სეზონი აქვს…

მილანის მარცხი სპეციასთან მიმდინარე სეზონში როსონერის ყველაზე მტკივნეული შეხვედრა იყო, რადგან იუვენტუსთან და ატალანტასთან შეხვედრისგან განსხვავებით, ამ შეხვედრაში დიავოლოს გაცილებით ნაკლები ფეხბურთელი აკლდა და ამის გარდა, გუნდების ხარისხიც გასათვალისწინებელია.

პირველი ადგილის დაკარგვის მიუხედავად, მილანი სტატისტიკურად ბოლო 17 წელიწადში საუკეთესო სეზონს ატარებს. მათ 22 ტურის შემდეგ 49 ქულა დაუგროვდათ, რაც 2004 წელს კარლო ანჩელოტის დაფიქსირებული 55 ქულის შემდეგ, რომელმაც შემდეგ სკუდეტოს მოგებაც მოახერხა, საუკეთესო შედეგია.

სპეციასთან შეხვედრის უგოლოდ დასრულების მიუხედავად, მილანს 22 მატჩში 45 გოლი 1999-00 სეზონის შემდეგ არ ჰქონია, ამიტომ ერთი მარცხი როსონერის წარმატებულ სეზონს ვერ გადაფარავს…