Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მასარამ აურიერის, რებიჩის, კალაბრიას და სხვა ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა

გაზიდისის და მალდინის შემდეგ, პრესკონფერენციაზე კითხვებზე პასუხის გაცემა რიკი მასარას მოუწია.

„რას ველოდებით ლეაოსგან? ჩვენთვის მილანის ყველა ფეხბურთელის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მილანი სერია ა-ში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდია, ლეაოს კი უდიდესი ტალანტი და პოტენციალი აქვს.

„ლეაომ რთული ადაფტაციის პერიოდი გაიარა და სეზონის მეორე ნაწილი კარგად ჩაატარა, თუმცა მისგან გაცილებით მეტს ველით, რადგან ჩვენ მისი პოტენციალი კარგად ვიცით.

„იქნება თუ არა ცვლილებები ნახევარდაცვის ხაზში? კესიმ და ბენასერმა გუნდს ძალიან ბევრი რამ შემატეს. ორივე მათგანმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთად თამაშის მხრივ, რაც პიოლის დამსახურებაა. წინ გრძელი, დატვირთული სეზონი გველოდება და გუნდს სიღრმე აუცილებლად დასჭირდება, ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ.

„რა გეგმები გვაქვს პობეგას, ბრესჩანინის, დანიელ მალდინისა და კოლომბოსთან დაკავშირებით? მილანის ახალგაზრდული სექტორი ძალიან ბევრ კარგ მოთამაშეს ზრდის და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ თითოეული მათგანისთვის შესაფერისი გზა ვიპოვოთ. ისინი მილანში უკვე დიდი ხანია არიან და გუნდი მათ ძალიან აფასებს.

„პობეგამ პორდენონეში ძალიან კარგად იასპარეზა, ჩვენ გვსურს, რომ მან თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს.ბრესჩანინი დიდი ალბათობით იჯარის წესით სერია ბ-ში წავა, მალდინი და კოლომბო კი ჩვენთან დარჩებიან.

„იყიდება თუ არა კალაბრია? ის ჩვენი აკადემიის პროდუქტია. ბოლო წლებში მან ძალიან მოუმატა, გუნდი დავიდეს გაყიდვას არ აპირებს.

„არის თუ არა აურიერი მილანის სამიზნე? ჩვენ გუნდის გასაძლიერებლად სხვადასხვა ფეხბურთელს განვიხილავთ. აურიერი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ჯერჯერობით მისი გაფორმება ჩვენი მიზანი არ არის.

„რა ბედი ელის რებიჩს? მისი იჯარა მომავალი სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა ჩვენ მისი გაფორმება უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გვსურს. გუნდი მისი თამაშით კმაყოფილია.

„დონარუმას კონტრაქტი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ, თუმცა ახლა ჩვენ კონცენტრირებული იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტზე ვართ, რის შემდეგაც ჯიჯოს მივუბრუნდებით.

„მას გუნდში დარჩენა უნდა, რაც ჩვენ სიმშვიდის საშუალებას გვაძლევს. გარკვეულ საკითხებზე მუშაობა მოგვიწევს, თუმცა ჯიჯო მილანში დარჩება.

„ჩალჰანოღლუს რაც შეეხება, მის აგენტს ჩვენ სექტემბრის დასაწყისში შევხვდებით და ფეხბურთელის მომავალს განვიხილავთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.