Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მასარა:“ ამ მომენტისთვის ჯიჯოს შემცვლელს არ ვეძებთ“

რიკი მასარამ ლაციოსთან მატჩის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება ძლიერ მეტოქესთან, რომელსაც ჩვენს მსგავსად მიზნად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება აქვს დასახული. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ასეთი დონის მატჩების თამაში გვიწევს და გვჯერა, რომ ლიგაზე გასვლას მოვახერხებთ.“

უეფამ იბრას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო (სრული ინფორმაცია იხილეთ აქ).

„ჩვენ სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ ვიცით, რომ იბრას ცუდი არაფერი გაუკეთებია და ჩვენ სიმშვიდეს არ ვკარგავთ.

„დონარუმა ? მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ გვჯერა, რომ შეთანხმების მიღწევას მოვახერხებთ, მაგრამ ახლა გუნდის მთელი ყურადღება სეზონის წარმატების დასრულებისკენაა მიმართული.

„მაიგნანი ? მილანი ყველა გამორჩეული ფეხბურთელის ვარიანტს განიხილავს, მაგრამ ამ ეტაპზე ახალი კიპერის ძიება არ დაგვიწყია, ჩვენ ჯიჯოსთან საერთო ენის გამონახვის იმედი გვაქვს.

„მილანის არასტაბილური თამაში ბოლო პერიოდში ? ჩვენ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი მატჩის ჩატარება მოგვიწია, რაც ადრე თუ გვიან შემადგენლობის გადაღლილობას გამოიწვევდა, ამ ყველაფერს კი გაუთავებელი ტრავმები დაემატა, მაგრამ მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა მაინც მოახერხეს, რომ ჩვენს მთავარ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ და მათ ამისთვის დიდი მადლობა ეკუთვნით.

„ზეწოლა გუნდზე ? ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო ბრძოლისნარუანი გუნდი ვერ გავხდებით. დაბრკოლებების გადალახვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უფრო გაგაძლიერებს და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას გაგიადვილებს.

„მანჯუკიჩი ? ის არის ჩემპიონი, რომელსაც გუნდისთვის გამოცდილება და სიძლიერე მოაქვს. სამწუხაროდ მან ტრავმების გამო გუნდის დახმარება ჯერჯერობით ვერ მოახერხა, მაგრამ ახლა ის თავს კარგად გრძნობს და სეზონის დასკვნით ფაზაში ძალიან გამოგვადგება.“