Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მასარა:“ გომესის სიტუაცია ჯერჯერობით გაურკვეველია“

მილანის სპორტულმა დირექტორმა სასუოლოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და პაპუ გომესის თემასაც შეეხო, რომელიც დიდი ალბათობით ატალანტას იანვარში დატოვებს და მისი სახელი მილანს არაერთხელ დაუკავშირეს.

„გომესი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა ახლა ის ატალანტას ეკუთვნის და ჩვენ სხვის პრობლემებზე საუბარი არ გვსურს.

„ჩვენ ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს, შესანიშნავ ფორმაში ვარ და იმედი გვაქვს, რომ სეზონის ბოლომდე ასე გავაგრძელებთ.“

შეიძენს თუ არა მილანი ფორვარდს იბრას ტრავმის ფონზე ?

„არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ შემადგენლობის სიძლიერეში დარწმუნებულები ვართ. გუნდმა უკვე აჩვენა, რომ იბრას გარეშეც შესანიშნავად შეუძლია თამაში. იმედი გვაქვს, რომ ზლატანი მალე დაბრუნდება, თუმცა მის გარეშეც კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ.

„ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, თუ გვექნება შანსი, რომ შემადგენლობა გავაძლიეროთ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ იანვარში ხმაურიანი ტრანსფერის გაკეთება ნაკლებად მოსალოდნელია.“