Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მასარა:“ კონტრაქტებთან დაკავშირებით იმედიანად ვართ“

მილანის დირექტორმა რიკი მასაამ ჯენოასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„წინ ძალიან მნიშნელოვანი მატჩი გველოდება, ჩვენ სახლში გამარჯვება აუცილებლად გვჭირდება, რასაც უკვე დიდი ხანია ვერ ვახერხებთ.“

მარიო მანჯუკიჩმა მარტის ხელფასი ქველმოქმედებას მოახმარა, რადგან მან ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

„ეს არის იშვიათი ქცევა ფეხბურთელისგან, რომელმაც შესანიშნავი ეთიკური და პროფესიონალური ღირებულებები გამოავლინა. ის ძალიან წუხს, რომ ჯერჯერობით ტრავმების გამო თავისი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ მოახერხა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ დარჩენილ მატჩებში ის გუნდს დაეხმარება.“

მასარამ კომენტარი იბრას, ჩალჰანოღლუს და დონარუმას კონტრაქტებზეც გააკეთა.

„იბრასთან კონტრაქტს ძალიან მალე გავაფორმებთ, დანარჩენებთან დაკავშირებით კი ჯერჯერობით სიახლე არ არის, მაგრამ ჩვენ თავდაჯერებულები ვართ, რადგან გუნდმა ორივე მათგანს ძალიან კარგი პირობები შესთავაზა და გვჯერა, რომ ისინი თანხმობას განაცხადებენ.“