Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მასარა:“ მილანის პოტენციალს საზღვრები არ აქვს“

მილანის დირექტორმა სპარტასთან მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება, რადგან ფეხბურთელებს ძალიან დატვირთულ რეჟიმში უწევთ თამაში და როტაცია აუცილებელია.

„სპარტა თავის ჩემპიონატს ლიდერობს, მათ ჯერ ქულა არ დაუკარგავთ ამიტომ დღეს ჩვენ საუკეთესო მილანი გვჭირდება.

„დონარუმას კონტრაქტი ? ჩვენ მასთან და მის აგენტთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. სიტუაცია ძალიან მშვიდია და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. გვინდა, რომ მისი კონტრაქტი ყოველგვარი სტრესის და დაძაბულობის გარეშე გავახანგრძლივოთ.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ ცენტრალური მცველის დამატებას გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც ვცდილობდით და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ზამთარში ეს იქნება.

„ტონალის რაც შეეხება, ჩვენ მის ტალანტში ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ძალიან მალე ის თავის ხარისხს ყველას დაანახებს. მას საკმაოდ დიდი ხანი გაუცდა, ამიტომ გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ ფორმა დაიბრუნოს.

„მილანის წაუგებელი სერია ? სეზონის კარგი სტარტი ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომლის პოტენციალს საზღვრები არ აქვს და იმედია, რომ მის გამოყენებას სრულად მოვახერხებთ.“