Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მასარა:“ მილანი ესპანეთში გამარჯვების მოსაპოვებლად ჩამოვიდა. პიოლის კონტრაქტი ?…“

მილანის დირექტორმა რიკი მასარამ ატლეტიკოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ეს ჩვენთვის გადამწყვეტი მატჩია, რომელშიც უდნა გავიმარჯვოთ თუ გვსურს, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსები შევინარჩუნოთ, ამიტომ ჩვენ ესპანეთში სწორედ 3 ქულის მოსაპოვებლად ვართ. ვიცით, რომ ატლეტიკო სახლში ფაქტობრივად არასოდეს მარცდება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვეცდებით.

„მართალია ჩვენი შედეგები ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო არ არის, მაგრამ ეს არის გამოცდილება, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, როგორებიც ჩვენს შემადგენლობაში ძალიან ბევრია, ძალიან მნიშნელოვანია. 2 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ გზა, რომლის მიზანიც მილანის მწვერვალზე დაბრუნებაა და ეს სირთულეები განვითარების უმნიშნელოვანესი კომპონენტებია.

„პიოლის კონტრაქტი ? ჩვენ მისი მუშაობით ძალიან კამყოფილები ვართ და ორივე მხარეს აქვს სურვილი, თავგადასავალი ერთად გავაგრძელოთ. გააფორმებს თუ არა ის ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში ? ეს შესაძლებელია.“