Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მასარა:“ მილანი რუდიგერის და კაბაკის ტრანსფერს განიხილავს“

სპეციასთან მატჩის წინ მილანის სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა, რომ მილანი ტრანსფერების განხორციელებას კიდევ გეგმავს.

„სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დრო არ დარჩა, თუმცა თუ ჩვენ შემადგენლობის გაძლიერების საშუალება გვექნება, ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

„ჰაუგეს ტრანსფერი ? დიახ, მე ვთქვი, რომ ჩვენ მას არ გავიფორმებდით, თუმცა ანტე რებიჩის ტრავმამ აზრის შეცვლა გვაიძულა და ნორვეგიელის ტრანსფერი უმოკლეს დროში მოვაგვარეთ.

„რუდიგერი და კაბაკი ? როგორც უკვე გითხარით, ჩვენ შემადგენლობის გაძლიერებას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წამამდე შევეცდებით, ეს ორი სახელი გუნდის სამიზნეებში მართლაც არის, ვნახოთ რა მოხდება.

„დალოტი ? მისი აქ ყოფნით ბედნიერები ვართ. ის ხარისხიანი მოთამაშეა და გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს.“