Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მასარა:“ ჩალჰანოღლუს კონტრაქტზე არ ვნერვიულობთ“

რიკი მასარამ ტორინოსთან მატჩის წინ ჩალჰანოღლუს კონტრაქტზე და სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა.

„ჩალჰანოღლუს კონტრაქტთან დაკავშირებით არ ვნერვიულობთ. ჩვენ ვიცით, რომ ჰაკანი გუნდზეა კონცენტრირებული  და ჩვენთან დარჩენა სურს. მილანი მის ახალ ხელშეკრულებაზე უკვე მუშაობს და გვსურს, რომ გულშემატკივრები კარგი ამბით უმოკლეს დროში გავახაროთ.

„მეიტე სიმაკანი ? ჩვენს სიაში ძალიან ბევრი ფეხბურთელია მოხვედრილი და კონკრეტულ სამიზნეზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ და მწვრთნელთან ერთად საუკეთესო ვარიანტების პოვნას ვცდილობთ. მარკეტის დახურვამდე დიდი დროა დარჩენილი და თუ იმის შანსი იქნება, რომ შემადგენლობა გავაძლიეროთ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ.“

გათიშვა