Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მასარა:“ ჩემპიონთა ლიგა მილანის სახლია“

კალიარისთან მატჩის წინ მილანის სპორტულმა დირექტორმა რიკი მასარამ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შედეგთან ახლოს ვართ და ვალდებულები ვართ, რომ კალიარისთან მატჩში ისეთივე თამაში ვაჩვენოთ, როგორც ეს ტურინულ გუნდებთან გავაკეთეთ. კალიარის ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია, ამიტომ სასურველი შედეგის მოსაპოვებლად ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

„ჩემპიონთა ლიგა მილანის სახლია და ჩვენ იქ ვბრუნდებით, სადაც გუნდის ადგილია. ოთხეულში შესვლა იმ მუშაობის შესანიშნავი ჯილდო იქნება, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში თითოეულმა ჩვენგანმა გასწია. იმედი ამქვს, რომ ეს მხოლოდ ფუნდამენტი იქნება იმ წარმატებებისთვის, რომლებიც წინ გველოდება.

„სეზონის განმავლობაში ჩვენ არაერთი რთული მომენტი გვქონდა, მაგრამ მწვრთნელი და ფეხბურთელები ფეხზე წამოდგომას ყოველთვის ახერხებდნენ და ოთხეულში ყოფნა ნამდვილად დავიმსახურეთ.

„დიასი ? როგორც აქამდე ვთქვი, დიასის თაობაზე რეალს აუცილებლად შევხვდებით და შევეცდებით, რომ ის კიდევ ერთი სეზონი მილანში დავტოვოთ, თუმცა ახლა ჩვენი პრიორიტეტი დღევანდელი მატჩის მოგებაა.“