Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მასარა:“ ჰაუგე პრიორიტეტი არ არის“

მილანის სპორტულმა დირექტორმა, რიკი მასარამ კროტონესთან მატჩის წინ სხვადასხვა სატრანსფერო სიახლეებზე გააკეთა კომენტარი.

„მილანს ძალიან ბევრ სახელს უკავშირებენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა შესახებ მედიამ არ იცის. სატრანსფერო ფანჯარა 1 კვირაში იხურება, თუმცა ჩემი აზრით გუნდი უკვე საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

„ბოდოსთან მატჩში ნორვეგიელთა შემადგენლობაში ჰაუგეს გარდა ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა. ჯერჯერობით ამ სახელთან დაკავშირებით სათქმელი არაფერია. ჩვენ შემადგენლობის გასაძლიერებლად სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ, თუმცა ჰაუგე პრიორიტეტულ ვარიანტებს შორის არ არის.“