Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მასიმო მორატი:“ ინტერში დაბრუნებას არ ვაპირებ“

ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ ნერაძურის ყიდვას და გუნდში დაბრუნებას არ აპირებს.

ინტერი ძალიან რთულ ფინანსურ სიტუაციაშია და საიდუმლო არავისთვის არის, რომ ჩინური კომპანია Suning, რომელიც ინტერის მმართველი ორგანიზაციაა, გუნდის გაყიდვას ცდილობს და რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მორატი ინტერის აქციების ყიდვას გეგმავდა.

„ინტერში დაბრუნება ? არა, მე ამას არ ვაპირებ, მე ამისთვის მზად არ ვარ. გუნდი ისევე მიყვარს, როგორც აქამდე, თუმცა მე იმის ძალა აღარ მაქვს, რომელიც ინტერის ფეხზე დასაყენებლად არის საჭირო.

„კონტე – ანიელის დაპირისპირება ? ეს კარგი ეპიზოდი არ ყოფილა, თუმცა ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე. როდესაც სტადიონზე გულშემატკივარი არ არის, ასეთი რაღაცეები უფრო შესამჩნევია.

„პირადად მე, იუვენტუსის არც ერთ მწვრთნელთან კონფლიქტი არ მქონია.

მორატიმ ინტერი 1995 წელს ერნესტო პელეგრინისგან იყიდა და მის პერიოდში გუნდს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ჰქონდა, მათ შორის 2009-10 წლების სეზონში მოპოვებული ლეგენდარული ტრებლი.

იტალიელმა ბიზნესმენმა ინტერის აქციების საკონტროლო პაკეტი ინდონეზიელ ერიკ ტოჰირს 2013 წელს მიყიდა, რომელმაც თავის მხრივ გუნდი 2016 წელს Suning-ს გადაულოცა.