Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მატერაცი:“ ინტერმა ცხრილის სათავეში ყოფნა დაიმსახურა“

ინტერის ლეგენდარული ფეხბურთელის მარკო მატერაცის აზრით, ინტერი სერია ა-ს სატურნირო ცხრილს სრულიად დამსახურებულად ლიდერობს.

ანტონიო კონტეს გუნდი მილანს 1 ქულით უსწრებს და მომავალ ტურში სერია ა-ში უმნიშვნელოვანესი Derby Della Madonnina გველოდება…

„ინტერი ცხრილის სათავეში ყოფნას 100 პროცენტით იმსახურებს, ეს გუნდი სწორედ სკუდეტოს მოგებისთვის არის შექმნილი და ახლა ყველაფერი მათ ხელშია.

„ნერაძურის ძალიან ძლიერი შემადგენლობა და არაჩვეულებრივი მწვრთნელი ჰყავს, ამიტომ ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ ვერ უნდა მოიგოს სკუდეტო ინტერმა.“

მატერაციმ, რომელმაც ინტერის მაისურით თითქმის 300 მატჩი ჩაატარა, კრისტიან ერიქსენზეც ისაუბრა.

„კრისტიანს ძალიან კარგი მახასიათებლები აქვს, ის ხარისხიანი და ძლიერი მოთამაშეა. მას შეუძლია, რომ მარსელო ბროზოვიჩთან და ნიკოლო ბარელასთან ერთად, რომელიც ჩემი ფავორიტია, შესანიშნავი ნახევარდაცვის ხაზი შექმნას.

„მილანური დერბი ? იბრა ყოველთვის ძალიან სახიფათოა, ის ღმერთივით არის… კონფლიქტი იბრასა და ლუკაკუს შორის ? ეს მათი პრობლემაა, მე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ ამ თემაზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ.

„მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ლუკაკუ მეგობრული გიგანტია. გაგრძელდება თუ არა ეს კონფლიქტი ? იმედი მაქვს, რომ არა, თუმცა ისიც ნათელია, რომ არც ერთ მათგანი უკან არ დაიხევს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი, შესაძლოა გადამწყვეტი მატჩიც კი იყოს და იმედი მაქვს, რომ ინტერი გაიმარჯვებს…“