Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მატერაცი:“ ინძაგი იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ სიმონე ინძაგის შესახებ ისაუბრა, რომლის გუნდში მისვლაც უახლოეს საათებში გაოფიციალურდება.

„სიმონეს ინტერში მისვლას ყველა სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი ლაციოში გატარებული სამუშაო სათანადოდ დაფასებული არ არის და ის იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელსაც წინ დიდი წარმატებები ელოდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ინტერს მომდევნო სეზონში ძლიერი და ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა ეყოლება, ინძაგის კი საკმარისი გამოცდილება და ნიჭი აქვს იმისა, რომ კონტეს დაწყებული საქმე ღირსეულად გააგრძელოს.“