Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მატერაცი:“ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას იმსახურებს, იუვენტუსი ყველაზე სუსტია…“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ ჩემპიონთა ლიგისთვის გამართულ ბრძოლაზე ისაუბრა.

„რამდენიმე კვირის წინ მეგონა, რომ მილანი დაწყებულ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანდა და ქულებს დაკარგავდა, თუმცა მათ სტაბილურობის შენარჩუნება მოახერხეს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ნამდვილად იმსახურებენ.

„ატალანტა შესანიშნავად გამოიყურება, ისევე როგორც ნაპოლი, რომელმაც ბოლო პერიოდში ნამდვილად გამავკირვა, იუვენტუსი კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდებში ყველაზე სუსტად გამოიყურება.

„ვფიქრობ, რომ ნაპოლი – ინტერი და ატალანტა – იუვენტუსი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.“