Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მატერაცი:“ მოურინიო რომაში ? ეს უკეთესია, ვიდრე მისი უვეში ან მილანში ხილვა“

ინტერის ლეგენდარული ფეხბურთელი მარკო მატერაცი ჟოზე მოურინიოს რომაში დანიშვნას გამოეხმაურა.

მატერაცი მოურინიოს ინტერში, რომელმაც 2009-10 წელს ლეგენდარული ტრებლი მოიპოვა, უმნისვნელოვანესი ფიგურა იყო.

„მოურინიო რომაში ? მისი რომაში ხილვა უკეთესია, ვიდრე მილანის ან იუვენტუსის რიგებში. ჟოზემ ინტერისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ვფიქრობ, რომ ინტერისტები მის ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოურინიო რომაში მუხლჩაუხრელად იმუშავებს, თუმცა ამავდროულად ჟოზეს სერიოზული გამოწვევა ელოდება, რადგან ბოლო წლებში ის თავის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და რომაში უნდა დაამტკიცოს, რომ ის კვლავ უმაღლეს დონეზეა.“

გათიშვა