Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მატრიმ იუვენტუსი – ინტერის მატჩზე ისაუბრა

იუვენტუსის ყოფილმა შემტევმა ალესანდრო მატრიმ იუვენტუსი – ინტერის მატჩზე ისაუბრა, რომელიც დღეს, 23:45 საათზე გაიმართება.

მატრი იუვენტუსის რიგებში პირლოსთან ერთად თამაშობდა, როდესაც მათი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იყო.

„ანდრეა ჩუმი ლიდერი იყო. იყო იუვენტუსის მწვრთნელი, მარტივი სულაც არ არის. მე თავიდან მეგონა, რომ მას გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა, თუმცა ანდრეამ თავისი ხელი გუნდს უკვე დაატყო.

„ანდრეას აქვს ბონუსები, რომლებიც მისი დიდებული საფეხბურთო კარიერიდან მოდის. ის და კრიშტიანუ ერთ ენაზე საუბრობენ და ფაქტია, რომ კრიშტიანუ მას დიდ პატივს ცემს. რა თქმა უნდა, ის ბედნიერი არ იქნება, თუ პირლო რონალდუს შეცვლის, მაგრამ ეს მისი მებრძოლი ხასიათის ნაწილია და საბოლოოდ ამასთან შეგუება მაინც მოუწევს. ტელევიზორიდანაც ჩანს, რომ გუნდში დიდი ჰარმონია სუფევს.

„დღევანდელი მატჩი ? ერთ-გოლიანი უპირატესობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო.

„ორივე გუნდს სურს, რომ თავისი სიძლიერე დაამტკიცოს. ინტერი უფრო მოტივირებული იქნება, რადგან მათ პირველი მატჩი წააგეს და დღეს ლუკაკუ ეყოლებათ. მე ძალიან გამაკვირვა იმის ხილვამ, თუ როგორ კარგად მოერგო ის იტალიურ ფეხბურთს. ეს ყველაფერი კონტეს დამსახურებაა.

„სკუდეტოს ფავორიტი ? ჩემი აზრით, ინტერს, იუვენტუსს და მილანს თანაბარი შანსები აქვთ. შესაძლოა იუვენტუსს ცოტა მეტი, რადგან ტურინელებს ძალიან ღრმა შემადგენლობა ჰყავთ და პირლოს როტაციის საშუალებას აძლევს.“