Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მატუიდი:“იუვენტუსის დატოვების დრო მოვიდა“

ბლეიზ მატუიდიმ იუვენტუსის დატოვების და მაიამის ინტერში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„კარიერის მიმართულების შეცვლის დრო მოვიდა.პირველად მაიამის ინტერის წარმომადგენლები დეკემბერში დამიკავშირდნენ,თუმცა მაშინ ვიფიქრე,რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ჯერ კიდევ ადრე იყო,რადგან ჩემპიონთა ლიგა გვიახლოვდებოდა და გუნდის დახმარების სურვილი მქონდა.

„ივნისში ისინი ხელმეორედ დამიკავშირდნენ და მაშინ ჩემი პრიორიტეტები შეიცვალა. კარანტინში ყოფნისას გავაანალიზე,რომ ჩემს ოჯახთან მეტი დროის გატარება მსურს. ჩემს კარიერას გადავხედე და ჩემს თავს ვუთხარი:“სხვა რა უნდა მოიგო?“

„მე ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი ვიყავი,რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა.თავიდან მითხრეს,რომ ვირუსი 2 კვირაში გაივლიდა,თუმცა 3-4 კვირის შემდეგ,როდესაც ტესტები კვლავ დადებითი იყო,მცირე პანიკამ მომიცვა.მოედანზე დაბრუნება შესანიშნავი გრძნობა იყო.

„გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ივლისში მივიღე და იუვენტუსის ხემლძღვანელობას კონტრაქტის გაწყვეტა ვთხოვე.მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი,რომ გუნდში ახალი მწვრთნელი მოდიოდა.

„სარისთან პერსონალურ დონეზე არანაირი პრობლემა არ მქონია.ის ძალიან ძლიერი ტაქტიკოსია,თუმცა ძალიან მორცხვი პიროვნებაა და ხალხთან ბევრი საუბარი არ უყვარს.

„ყველაზე ძალიან მასში იმან გამაკვირვა,რომ ჩემი ცუდად ყოფნის პერიოდში,ის ყოველდღე მირეკავდა და მკითხულობდა.მაშინ აღმოვაჩინე,რომ ის შესანიშნავი ადამიანი არის.

„რატომ გაგვიჭირდა პანდემიის შემდეგ თამაში?სარის რთული გადაწყვეტილებების მიღება მოწუია,რადგან გუნდში ფეხბურთელები სხვადასხვა ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებოდნენ. მე ვიცოდი,რომ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი და ვხვდებოდი,რომ სხვები თამაშს ჩემზე მეტად იმსახურებდნენ,ამიტომ სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არ მწყინდა.

„ჩემი საუკეთესო თანაგუნდელი?კარიერაში ნეიმართან,მბაპესთან,გრიზმანთან, იბრაჰიმოვიჩთან და რონალდუსთან მითამაშია და თუ ერთი მათგანის ამორჩევას მთხოვთ,ეს უდაოდ კრიშტიანუ იქნება.ყველაფერი ის,რაც მან კარიერაში გააკეთა და ახლაც აგრძელებს, უბრალოდ გასაოცარია.

„მან კარგად იცის,რომ უფრო და უფრო ასაკში შედის,თუმცა ის სურვილი,რომ ყოველთვის საუკეთესო იყოს,მას გამორჩეულად აქცევს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.