მაურიციო სარი:“პიანიჩი იუვენტუსის ფეხბურთელია“

მაურიციო სარი ჯენოას წინააღმდეგ მატჩისთვის შემადგენლობის შეცვლას არ აპირებს და ამბობს,რომ მირალემ პიანიჩი სეზონის ბოლომდე იუვენტუსის ფეხბურთელია და ის დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ჯენოა – იუვენტუსის შეხვედრა ხვალ,23:45 საათზე დაიწყება.

„ჯენოას წინააღმდეგ თამაში არასდროს არის და მითუმეტეს მაშინ,როდესაც ისინი საკუთარ კედლებში თამაშობენ.ისინი სერია ა-ში დასარჩენად იბრძვიან და რთული თამაში გვექნება.გუნდმა ეს კარგად იცის და საქმეს სერიოზულად მიუდგება.

„სამწუხაროდ,ახლა იმის საშუალება არ გვაქვს,რომ ყველა თამაშში როტაციას მივმართოთ.ჩვენი სათადარიგოთა სკამის 14 ფეხბურთელიდან მხოლოდ 2-მა გაიარე სრული სამწვრთნელო სესია სხვადასხვა მიზეზების გამო.იმედი მაქვს,ეს სიტუაცია მალე გამოსწორდება და როტაციის უფრო მეტი არჩევანი მექნება.

„იგუაინი თავს კარგად გრძნობს,თუმცა დარწმუნებულები არ ვართ,რამდენი წუთი შეძლებს ის თამაშს.აარონ რემსიც უფრო და უფრო უმატებს,რაც ბოლო თამაშში კარგად დავინახეთ,თუმცა ბოლომდე მზად არც ის არის.“

პიანიჩმა და არტურ მელომ სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარეს,თუმცა ბოსნიელი გუნდში ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე დარჩება.

„თუ ტრანსფერი მართლაც დადასტურდა,პიანიჩი ბედნიერი იქნება,რადგან ის არაჩვეულებრივ გუნდში მიდის სათამაშოდ.პიანიჩს ფეხბურთის თამაში უყვარს,ის ნამდვილი პროფესიონალი და ინტელიგენტი პიროვნებაა,ამიტომ მისგან უგულო თამაშს არც კი განვიხილავ და ვიცი,რომ ის ბოლომდე დაიხარჯება“


„არტურის შესახებ ვერაფერს გეტყვით,რადგან მას ახლანდელ გუნდში კიდევ 2 თვე აქვს დარჩენილი და მე სხვა გუნდის ფეხბურთელებზე არ ვლაპარაკობ.მჩვენ წინ დაძაბული მატჩები გველის,ამიტომ ენერგიას სატრანსფერო ფანჯრის განხილვაზე ვერ დავხარჯავ.“

„ხვალ გასვლაზე თამაში გვიწევს და იმის მიუხედავად,რომ გულშემატკივრები სტადიონზე არ იქნებიან,საშინაო კედლებში თამაში მაინც უფრო მეტ გამბედაობას და რწმენას გმატებს.

„ახლა ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა,რომ 90 წუთის ერთ დონეზე ჩატარების საშუალებას ჩვენი ახლანდელი ფიზიკური მდგომარეობა არ გვაძლევს.იმედი მაქვს,რომ ამ ასპექტში უახლოეს პერიოდში მოვუმატებთ,სერია ა-ს პირველ ადგილზე დავასრულებთ და ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის მზად ვიქნებით.“

Leave a Reply

Your email address will not be published.