Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაურიციო სარის მატჩის წინა პრესკონფერენცია

ხვალ,17 მაისს,23:00 საათზე Coppa Italia-ს ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს იუვენტუსი და ნაპოლი დაუპირისპირდებიან.

გთავაზობთ ბიანკონერის მთავარი მწვრთნელის მატჩის წინა ინტერვიუს.

„ჩვენ ფინალში სათამაშოდ ძალიან ბევრი ვითამაშეთ და ამ ტურნირის მოგებას ვაპირებთ.ხვალ გუნდი თითოეული ფეხბურთელისთვის,შტაბის წევრებისთვის და ქომაგებისთვის მოსაგებად გავა.ახლა დროა,რომ ჩვენი მაქსიმალური ძალა ვაჩვენოთ.


„სერია ა-ში ნაპოლის წინააღმდეგ საშინელი თამაში ჩავატარეთ.ისეთ გუნდს,როგორიც ნაპოლია,ამდენი თავისუფალი სივრცე არ უნდა დაუტოვო და ბურთის სწრაფად მოძრაობის უფლება არ უნდა მისცე.ხვალ შევეცდებით,რომ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და იმედია,ყველაფერი კარგად იქნება.


„ტაქტიკის შეცვლას არ ვაპირებ,შეიცვლება შემადგენლობა და ფეხბურთელების განლაგება.ცენტრალურ ფორვარდად ან დიბალას ვიხილავთ,ან რონალდუს,რადგან იგუაინი სათამაშოდ მზად არ არის.რონალდუზე წინა მატჩის გამო ბევრი კრიტიკა მოვისმინე,რაც სრულიად უსაფუძვლოა.პორტუგალიელმა,ისევე როგორც მთელმა გუნდმა,შესანიშნავი პირველი 30 წუთი ჩაატარა,თუმცა შემდეგ 3-თვიანი უთამაშებლობა დაეტყო.

„გატუზომ სასიამოვნოდ გამაკვირვა.მისი ფეხბურთისადმი მიდგომა და ხასიათი ქების ღირსია.ნაპოლიში მისი წარმატება სულაც არ გამკვირვებია,რადგან ის მილანშიც კარგად მუშაობდა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.