მაურიციო სარი ფიორენტინაში?

Corriere Fiorentino-ს მტკიცებით,ფლორენციელები მაურიციო სარის სიტუაციას იუვენტუსში ყურადღებით ადევნებენ თვალყურს და მზად არიან,რომ მწვრთნელი ტოსკანაში დააბრუნონ.

გამოცემის მტკიცებით,ბეპე იაკინის მომავალი ფიორენტინას მთავარი მწვრთნელის პოსტზე საეჭვოა და მისი ბედი დარჩენილ ტურებში გადაწყდება.

სეზონის ბოლოს უნდა გადაწყდეს სარის ბედიც,რომელსაც ორი წაგებული ფინალის შემდეგ,თავის გამოჩენის საშუალება სერია ა-ში და ჩემპიონთა ლიგაზე ექნება.

ნაპოლის ყოფილ მწვრთნელს გულშემატკივრებთან ცუდი ურთიერთობა აქვს და ჭორის დონეზე ისიც გახდა ცნობილი,რომ ფეხბურთელები მისით უკმაყოფილოები არიან.

ფიორენტინას მფლობელს – როკო კომისოს კი გუნდთან მიმართებაში დიდი ამბიციები აქვს და უმაღლესი დონის სპეციალისტის მიყვანა მის გეგმებში ნამდვილად შედის.

გუშინდელი ტურის შემდეგ იუვენტუსმა ლაციოს 4 ქულით გაასწრო და სკუდეტოსთვის ბრძოლას კომფორტული სხვაობით ლიდერობს,ჩემპიონთა ლიგაზე კი ლიონში განცდილი მარცხის შემდეგ,სარიმ გუნდს სასურველი ბიძგი უნდა მისცეს და თამაში შემოატრიალოს,წინააღმდეგ შემთხვევაში მისი იუვენტუსიდან წასვლაზე ჭორები კიდევ უფრო გახშირდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.