Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაუტიდი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ,რომ მატუიდის მაიამის ინტერი ეპატიჟებოდა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იყო და როგორც იტალიური მედია იუწყება,მათ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

Calciomercato და Tuttomercato იუწყებიან,რომ ფეხბურთელმა კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა და სამედიცინო შემოწმებას პარიზში უახლოეს საათებში გაივლის.

ფრანგ ფეხბურთელს ლიონის ოლიმპიკიც ეპატიჟებოდა და მას კაპიტნის სამკლაურს სთავაზობდა,თუმცა ფეხბურთელმა ბეკჰემის გუნდში გადასვლა არჩია.

მატუიდის კონტრაქტი იუვესთან 2021 წელს იწურება,თუმცა ტურინელები მზად არიან, რომ ფეხბურთელი სრულიად უფასოდ გაუშვან,რითიც მისთვის გადასახდელ 5 მილიონ ევროს დაზოგავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *