Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაქსი ლოპესი:“ ზლატანი თავის გატეხვით მემუქრებოდა”

მაქსი ლოპესმა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა და ერთ-ერთ მომენტზე გაამახვილა ყურადღება.

„ტარდინიზე პარმას წინააღმდეგ ვთამაშობდით. ზლატანი საჯარიმოში იდგა და მე მას პასი მივეცი, ის კი არც განძრეულა, უბრალოდ ბურთის მოძრაობას უყურებდა…

„უცბად, შემოტრიალდა და ყვირილი დამიწყო. ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რა სიტყვებით მომმართავდა. მას ბურთის მიღება ფეხში უნდოდა, მე ვუპასუხე, რომ ძალიან კარგი პასი იყო და მას ამ ბურთისთვის ბრძოლა შეეძლო.

„მატჩის შემდეგ გასახდელში დავბრუნდით. მეგონა, რომ იბრა რამეს მეტყოდა, თუმცა მას არაფერი უთქვამს. გავიდე ერთი დღე, მეორე, მესამე…

„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გვიწევდა. ზლატანი მოვიდა და ასეთი რამ მითხრა:“ მე შენ მომწონხარ. არგენტინელებს ხასიათი გაქვთ და იმას ამბობთ, რასაც ფიქრობთ, ბრაზილიელებს არ გავხართ, თუმცა ასეთ რამეს კიდევ ერთხელ გააკეთებ და თავს გაგიტეხავ…“