Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაქს ალეგრი დისკვალიფიცირებულია

სპორტული მოსამართლის გადაწყვეტილებით, იუვენტუსის მთავარ მწვრთნელს მაქს ალეგრის 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა და მას რომასთან შეხვედრისთვის თვალყურის მიდევნება კულისებიდან მოუწევს.

დისკვალიფიკაციის მიზეზი მაქს ალეგრის მხრიდან მსაჯის მიმართ გამოხატული აგრესია გახდა, რაც შეხვედრის დროზე ადრე დასრულებას მოყვა.

ამის გარდა, იუვენტუსს ჯარიმის სახით 10,000 ევროს გადახდა მოუწევს, ამის მიზეზი კი ბიანკონერის ქომაგების მხრიდან ნაპოლის გულშემატკივრების მიმართ გამოთქმული შეურაწმყოფელი ფრაზები გახლავთ.