Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაცარი გასული დეკადის ნაპოლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

რადიო Kiss Kiss-მა ნაპოლის გულშემატკივრებს შორის გასული ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელის დასახელება სთხოვა და გამარჯვებული ვალტერ მაცარი გამოვიდა.

სპეციალისტმა ნაპოლიში 2009-დან 2013 წლამდე იმუშავა. მან 2012 წელს Coppa Italia მოიგო, 2011 წელს სერია ა მე-3, 2013 წელს კი მე-3 ადგილზე დაასრულა.

მაცარიმ გამოკითხულთა 50 პორცენტზე მეტი დაიმსახურა და ისეთ სპეციალისტებს აჯობა, როგორებიც რაფა ბენიტესი, მაურიციო სარი, კარლო ანჩელოტი და ჯენარო გატუზო არიან.

გათიშვა