Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაცოლა:“ ინსინიეს ინტერში ტრანსფერი შესანიშნავი იქნებოდა…“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სანდრო მაცოლამ ნერაძურის ლორენცო ინსინიეს გაფორმებისკენ მოუწოდა.

იტალიელმა შემტევმა პარტენოპეის რიგებში კიდევ ერთი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და 19 გოლთან ერთად 11 საგოლე გადაცემა მოაგროვა, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. ინსინიეს ნაპოლისთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, ამიტომ შესაძლოა ლორენცომ ნეაპოლი დატოვოს.

„არ აქვს მნიშნელობა, რა სისტემით ითამაშებს სიმონე ინძაგის ინტერი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ლორენცო ინსინიე ნებისმიერ ტაქტიკას მოერგება.

„მე მიყვარს ფეხბურთი და მიყვარს ინტერი, ამიტომ ინსინიეს ინტერში ტრანსფერს მხოლოდ მივესალმები. ჩემი ნება რომ იყოს, მას ახლავე გავიფორმებდი.“