Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაცოლა:“ ინტერის გამო ძალიან ვღელავ“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა – სანდრო მაცოლამ გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ინტერს აშკარა პრობლემები აქვს, რაც ძალიან მადარდებს. მათ საჭირო სისტემის პოვნა ვერ მოახერხეს.

„ისინი ერთმანეთს პასებს უკეთებენ, კარში დარტყმა კი არავის არ უნდა. ამ ეტაპზე კარგის თქმა არც ლუკაკუზე შემიძლია. ის გუნდს რთულ მომენტში მხრებით უნდა მიათრევდეს, თუმცა ამას ვერ ახერხებს.

„ინტერს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა რატომღაც ჯერჯერობით მათთვის მორგებულ ტაქტიკას ვერ მიაგნეს.“