Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაცოლა:“ ინტერი-ნაპოლი ? მე ძალიან ტაქტიკურ ბრძოლას ველოდები“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა სანდრო მაცოლამ ინტერსა და ნაპოლის შორის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ მატჩი ძალიან ტაქტიკური იქნება, რადგან ინძაგი და სპალეტი თავიანთი ფეხბურთელებისგან სწორედ ამას მოითხოვენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ორივე გუნდი მოედანზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს, თუმცა ამ მომენტისთვის 3 ქულა ინტერს უფრო სჭირდება, რადგან ნაპოლისთან მარცხი ფაქტობრივად სკუდეტოსთვის ბრძოლიდან გამოთიშვას ნიშნავს.

„ინტერის DNA-ში ასეთ მნიშნელოვან მატჩებში გამარჯვებაა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ უმნიშნელოვანესი 3 ქულა, რომელიც როგორც სპორტული, ასევე მენტალური თვალსაზრისით შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს, მილანში დარჩება.“