Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაცოლა:“ სკუდეტო ნაპოლის, ინტერსა და მილანს შორის გათამაშდება“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სანდრო მაცოლამ სკუდეტოს ფავორიტებზე ისაუბრა.

„სერია ა გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად გაძლიერებულია და სეზონის სტარტზე რომელიმე გუნდის ფავორიტად შერაცხვა შეუძლებელი იყო.

„ახლა, როდესაც გარკვეული სურათი უკვე გამოიკვეთა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სკუდეტოსთვის ინტერი, მილანი და ნაპოლი იბრძოლებენ.

„იუვენტუსს ძალიან კარგი შემადგენლობა და გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ, მაგრამ მათ ქულები სეზონის სტარტზე ძალიან მარტივ მეტოქეებთან დაკარგეს და ლიდერებთან სხვაობის შემცირება გაუჭირდებათ.“