Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მეიტე:“ მილანმა უკეთესი შედეგი დაიმსახურა“

სუალიჰო მეიტემ მანჩესტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერს ესტუმრო და კარგად ითამაშო მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ და კმაყოფილები ვართ, თუმცა მილანი დღეს უკეთეს შედეგს იმსახურებდა.

„მილანს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, ჩვენ ერთმანეთთან ბევრს ვსაუბროვთ და აქ ყოფნა განვითარების და პოტენციალის გამოვლების საშუალებას მაძლევს, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ.

„კესი ? ჩვენ ფრანგულად ვსაუბრობთ, რაც ურთიერთობას უფრო მარტივს ხდის. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ.

„მისი გოლი ? ჩემი აზრით, მსაჯმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ასეთი რამ ყველას მოსდის და ამ ფაქტზე ფიქრს აზრი არ აქვს.

„ჩვენ აქ ჩამოვედით, რომ მილანის ფეხბურთი გვეჩვენებინა და ამის გაკეთება მოვახერხეთ. დღევანდელი შეხვედრა ჩვენს თავდაჯერებულობას კიდევ უფრო გაზრდის.“

გათიშვა