Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მეიტე:“ ჩვენ ოთხეულში შესვლა შეგვიძლია…“

სუალიჰო მეიტემ Milan TV-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„პიოლი ? ის შესანიშნავი სპეციალისტია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს თავდაჯერებულობას მატებს და ვიცით, რომ როდესაც ჩვენ ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობთ, აუცილებლად დაგვიფასდება.

„ბოლო ორი მატჩი ? სასუოლოს წინააღმდეგ ჩვენ კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ, მაგრამ შემდეგ რამდენიმე პატარა შეცდომა დავუშვით, მაგრამ ფეხბურთი დეტალებისგან შედგება და შეცდომას ასეთ დონეზე არავინ გპატიობს.

„ამ მარცხის გამო, რომში ჩვენ არასწორი მენტალობით ჩავედით. მიმდინარე კვირაში ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და მზად ვართ, რომ ბენევენტოსთან შეხვედრაში ყველაფერი გამოვასწოროთ.

„ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, ეს მთელი სეზონის განმავლობაში ასე იყო და არც ახლა შეცვლილა რამე. ჩვენ ჩემპიონთა ლიგისთვის ვიბრძვით და ვიცით, რომ ოთხეულში შესვლა და მიზნის მიღწევა შეგვიძლია, ამიტომ ბენევენტოსთან შეხვედრას მოულოდნელად ველოდებით.

„იბრა ? ის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ თავდაჯერებულობას გვმატებს. ის ყოველთვის გვეუბნება, როდესაც თამაშის დონეს ოდნავ მაინც მოვუკლებთ და მისი დაბრუნება მოედანზე დამატებითი მუხტი იქნება.

„წინ 5 ფინალი გველოდება, ჩვენ ახლა დანებების უფლება არ გვაქვს და ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.“