Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მენდეში რონალდუსთვის ახალ გუნდს ეძებს

იტალიური მედიის შემდეგ, რონალდუს იუვენტუსიდან წასვლის შესახებ პორტუგალიაშიც ალაპარაკდნენ.

რამდენიმე გამოცემის მტკიცებით, ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტმა კრიშტიანუსთვის ახალი გუნდის ძიება უკვე დაიწყო.

რონალდუს მადრიდის რეალში დაბრუნება სურს, თუმცა ბლანკოსი მის დაბრუნებას არ აპირებს და ამ ეტაპზე ყველაზე რეალური რონალდუს პსჟ-ს ან მანჩესტერის მაისურით ხილვაა, თუმცა კრიშტიანუს ტრანსფერს ლონდონის ჩელსიც განიხილავს.

ჯერჯერობით კრიშტიანუს იუვედან წასვლა გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ თუ იტალიური მედიის ვარაუდი გამართლდა და ბიანკონერი კვლავ მაქს ალეგრიმ ჩაიბარა, რონალდუს ტურინიდან წასვლა უფრო რეალური გახდება.

გათიშვა