Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მენდეშმა მილანს თავისი 3 კლიენტი შესთავაზა

მილანი ცნობილ აგენტთან ჟორჟე მენდეშთან რაფაელ ლეაოს კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განაგრძობს, თუმცა მხარეები პარალელურად სხვა ფეხბურთელების შესახებაც საუბრობენ და SportItalia-ს ცნობით, აგნეტმა როსონერის სამი ფეხბურთელი შესთავაზა.

რუდი გალეტის ცნობით, შეთავაზებული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

– რენატო სანჩესი, 24 წლის ლილის ნახევარმცველი, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

– ვიტინია, 21 წლის პორტუს ნახევარმცველი, რომელსასც კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება

– პალჰინია: სპორტინგის 26 წლის ჩამშლელი, რომელსაც ლისაბონელებთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.