Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მენდეშმა რონალდუს სპორტინგში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა პორტუგალიელი ფეხბურთელის სპორტინგში შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

„კრიშტიანუ ძალიან ამაყობს იმით, რომ სპორტინგმა საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ ტიტულის მოგება მოახერხა, მაგრამ ამ ეტაპზე მისი პორტუგალიაში დაბრუნება არც კი განიხილება.“

სპორტინგმა პორტუგალიის ჩემპიონატი 19-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო და რონალდუს დედამ განაცხადა, რომ ის შვლის სპორტინგში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებდა, თუმცა როგორც ჩანს რონალდუს სხვა გეგმები აქვს.