Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მენიოს დაბრუნება თებერვლის ბოლომდე გადაიდო

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის კიპერი მაიკ მენიო უახლოეს პერიოდში როსონერის განკარგულებაში დაბრუნებას ვერ შეძლებს.

27 წლის ფეხბურთელი კუნთის დაზიანების გამო უკვე 3 თვეა გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მისი დაბრუნება უახლოეს პერიოდში არ იგეგმება.

წყაროს ცნობით, მენიო ჩემპიონთა ლიგაზე ტოტენჰემთან ორივე შეხვედრას გამოტოვებს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ის მოედანზე თებერვლის ბოლოს დაბრუნდება.