Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მენიო ევროპაში საუკეთესოა…

ჯიჯო დონარუმას შეცვლა მარტივი საქმე არავისთვის არ არის და მითუმეტეს მაშინ, როდესაც გუნდს არც თუ ისე დიდი ბიუჯეტი აქვს, თუმცა ამ საკითხს მალდინი-მასარას დუეტმა შესანიშნავად გაართვა თავი და 15 მილიონად უმაღლესი დონის კიპერი გაიფორმა.

მენიომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში 6 გოლი გაუშვა, მათ შორის 3 ჩემპიონთა ლიგაზე, ლივერპულის წინააღმდეგ. მაიკმა მისი კარის მიმართულებით დარტყმული ბურთების 80 პროცენტი მოიგერია და გუნდი გაშვებული გოლისგან 8.16-ჯერ იხსნა, ის ამ მაჩვენებლით ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.