Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მენიო:“ მე მაიკი ვარ, ვარ შავკანიანი და ამით ვამაყობ!“

მაიკ მენიომ, რომელიც იუვენტუსთან მატჩის წინ რასისტული გამონათქვამების მსხვერპლი გახდა, ამ საკითხზე კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა.

„კვირას, Allianz Stadium-ზე იუვენტუსის გარკვეულმა ქომაგებმა ჩემს მიმართ რასისტული გამონათქვამები გამოიყენეს.

„რა უნდა ვთქვა ამ საკითხზე ? გინდათ ვთქვა, რომ რასიზმი ცუდია და ის ქომაგები სულელები არიან ? ამ ყველაფერს აზრი არ აქვს.

„მე არც პირველი ვარ და არც ბოლო ვიქნები, ვინც ასეთი გამოცდილება მიიღო. სანამ ჩვენ ამ პრობლემას ცალკეულ ინციდენტებად განვიხილავთ და თვითონ პრობლემასთან არ დავიწყებთ ბრძოლას, ისტორია ისევ და ისევ განმეორდება.

„რას ვაკეთებთ სტადიონებზე რასიზმთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ ? მართლა გვწამს, რომ ეს ეფექტურია ? მე ვარ გუნდში, რომელიც ყველანაირ დისკრიმინაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ჩვენ ყველა უდნა გავერთიანდეთ და ამ უდიდეს პრობლემას, რომელიც თავად ფეხბურთზე დიდია, ერთად უნდა ვებრძოლოთ.

„იციან კი ადამიანებმა, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, თუ რას ნიშნავს, როდესაც შენ ცხოველს გადარებენ ? იციან მათ, თუ რას უშვება ეს ჩვენს ოჯახებს, რომლებსაც არ ესმით, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი 21 საუკუნეში ?

„მე რასიზმის მსხვერპლი არ ვარ, მე მაიკი ვარ, რომელიც ამაყად ვდგავარ და ჩემი კანის ფერით ვამაყობ. სანამ ჩვენ ხმის ამოღება და მცირე ცვლილების შექმნა მაინც შეგვიძლია, ჩვენ ამას გავაკეთებთ!.“