Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მენიო მილანს დაგეგმილზე ადრე დაუბრუნდება ?

მილანის კარის დარაჯმა მაიკ მენიომ ვარჯიში უკვე კიპერის პოზიციაზე განაახლა, რაც მის პროგრესს მაჯაზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და არ არის გამორიცხული, რომ ის პიოლის განკარგულებაში დროზე ადრე დაბრუნდეს.

მენიომ ოპერაცია 13 ოქტომბერს გაიკეთა და ის გუნდთან ერთად უკვე რამდენიმე კვირაა ვარჯიშობს, თუმცა ის მოედანზე ხელთათმანებით დღეს პირველად გამოჩნდა და იტალიური წყაროების ცნობით, ფრანგი კიპერის სარეაბილიტაციო პროცესი დაგეგმილზე უკეთ მიმდინარეობს.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მენიო შესაძლოა გუნდს არა 5 იანვარს, როგორც აქამდე იყო მოსალოდნელი, არამედ 19 დეკემბერს, ნაპოლისთან უმნიშვნელოვანეს მატჩში დაუბრუნდეს.