Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მენიო მოედანს სერია ა-ს მომდევნო ტურში დაუბრუნდება ?

გუშინ იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მაიკ მენიოს სარეაბილიტაციო პროცესი მაჯის ოპერაციის შემდეგ იმაზე კარგად პრგორესირებდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ და ის მოედანს არა იანვარში, არამედ დეკემბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდებოდა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, მენიო უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და არ არის გამორიცხული, რომ 26 წლის კიპერი როსონერის ძირითადში არა დეკემბერში, არამედ სერია ა-ს მომდევნო ტურში, სასუოლოს წინააღმდეგ მატჩში დაბრუნდეს.

წყაროს ცნობით, ქირურგმა, რომელმაც მას ოპერაცია გაუკეთა, ფეხბურთელს თამაშის უფლება უკვე მისცა და ახლა გადწყვეტილებას მილანის სამედიცინო შტაბი მიიღებს.