Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მეორე ტესტმა დაადასტურა, პიოლის კორონა ვირუსი აქვს

მოლეკულურმა ტესტმა სტეფანო პიოლის კორონა ვირუსი დაუდასტურა და ის ნაპოლისთან მატჩს თვალს სახლიდან მიადევნებს.

იტალიელ სპეციალისტს პირველი დადებითი პასუხი შაბათს მიუვიდა, თუმცა გარკვეული იმედები იმისა, რომ ტესტი მცდარი იქნებოდა, ჯერ კიდევ არსებობდა, მაგრამ სამწუხაროდ განმეორებითმა ტესტმა 55 წლის მწვრთნელს ვირუსი დაუდასტურა.