მერეტი:“ბუფონი მაინც ჩემი გმირია“

ნაპოლის კიპერმა კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.მან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა,რომ ჯიჯი მაინც მსოფლიოში საუკეთესოა.

Coppa Italia-ს ძირითადი დრო ფრედ,ანგარიშით 0 – 0 დასრულდა,პენალტებში კი უფრო ზუსტი ნაპოლი აღმოჩნდა და იუვენტუსს 4 – 2 სძლია.

„ეს ძალიან ამაღელვებელი და საუკეთესო მომენტია ჩემს კარიერაში.თამაშები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა,თუმცა ჩვენ თამაშის ყველა მონაკვეთში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ.მე ამაყი ვარ,რომ ამ გუნდის წევრი ვარ.

„ჯიჯი კვლავ ნომერი პირველია,მან ეს დღესაც დაამტკიცა და 3 ურთულესი ბურთი მოიგერია.იმ ადამიანის წინააღმდეგ თამაში,რომელიც ბავშვობიდან ჩემი კუმირი იყო,დიდი პატივია და ეს გამარჯვებას უფრო გასაოცარს ხდის.

„გატუზომ მითხრა,რომ ყოველთვის მზად უნდა ვყოფილიყავი და ასეც მოხდა,დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.ჩვენ სახლში თასს წავიღებთ,რომელიც ჩვენი ნომერი პირველი სამიზნე იყო.“

Leave a Reply

Your email address will not be published.