Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მერეტი:“ რთული ზაფხული, მაგრამ ნაპოლიში დარჩენის გამო ბედნიერი ვარ, მილანთან მატჩი ?…“

ნაპოლის კიპერმა ალექს მერეტმა, რომლის გუნდიდან წასვლის თაობაზე ზაფხულში ბევრი იწერებოდა, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ზაფხულში მედიაში ჩემი ნაპოლიდან წასვლის თაობაზე ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ მე ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევდი და მუშაობას ვაგრზელებდი, რადგან მნიშვნელობა მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებს აქვს და მე არ შემიძლია, რომ ჭორებს უფლება მივცე, ჩემზე იმოქმედონ.

„მე საბოლოოდ ნაპოლიში დავრჩი, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ და მსურს, რომ გუნდთან ერთად ამბიციური მიზნებისთვის ვიბრძოლო.

„კონტრაქტი ? ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ ჩემი კონცენტრაცია ახლა მხოლოდ მოედანზეა გადატანილი. ჩვენ წინ მილანთან ძალიან რთული მატჩი გველოდება, რომელიც გადამწყვეტი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია. ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება გვინდა, განსაკუთრებით კი თუ ეს ჩვენი პირდაპირი კონკურენტია“