Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მერიჰ დემირალს იუვენტუსის დატოვება სურს ?

მერიჰ დემირალი, რომელიც აქამდე იუვენტუსიდან წასვლის შესაძლებლობას არც კი განიხილავდა მზად არის, რომ გუნდების წინადადებებს მოუსმინოს.

თურქი ფეხბურთელი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა. მას ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს, რაც შეზღუდული სათამაშო დროის გამო რთული იქნება, ამიტომ მზად არის ახალ გუნდში გადავიდეს.

მისი გაფორმების სურვილი მადრიდის რეალმა, ატლეტიკომ, ლივერპულმა, ტოტენჰემმა და ლესტერმა გამოთქვეს. იუვე თურქ ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს და მისი იჯარით გაშვების იდეას არც კი განიხილავს, ტურინელებს პირდაპირ ფულის მიღება სურთ.