Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მერმა მილანის და ინტერის ახალ სტადიონზე ისაუბრა

მილანი და ინტერი ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობას განაგრძობენ და ამ საკითხზე კომენტარი ქალაქის მერმა ჯუზეპე სალამ გააკეთა.

„ახალი სტადიონი ? მე უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თვითონ სტადიონი პრობლემა არ არის, აღნიშნული პროექტი რამდენიმე წელს და მნიშვნელოვან ინესტიციებს მოითხოვს და სანამ ჩვენ გარანტიას არ მივიღებთ, რომ ინტერი და მილანი ორივე კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ, იქამდე ჩვენ წინ ვერ წავალთ.“

შეგახსენებთ, რომ მილანმა და ინტერმა მერიას წარუდგინეს პროექტი, რომლის მიხედვითაც გუნდები ახალი სტადიონის და მისი შემოგარენის ასაშენებლად 1.2 მილიარდ ევროს დახარჯავდა, თუმცა პანდემიის შემდეგ არსებული კრიზისის შემდეგ მერია დარწმუნებული არ არის, რომ გუნდები და განსაკუთრებულად ინტერის მფლობელი კომპანია Suning-ი კრიზისის გამო ამ თანხის გადახდას მოახერხებს…