Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მერტენსი:“აი ამიტომ დავრჩი ნაპოლიში“

დრის მერტენსის თქმით,სწორედ ეს გუნდი,მწვრთნელი და ქალაქია მისი გუნდში დარჩენის მიზეზი.

„თითოეულმა ფეხბურთელმა მოსაგებად მაქსიმუმი გაიღო.სამწვრთნელო შტაბმა კარანტინის დროს არაჩვეულებრივად იმუშავა და ჩვენ კოპას სათამაშოდ მზად ვიყავით.ჩვენ დღეს მოვიგეთ როგორც გუნდმა და ეს გამარჯვება ჯერ კიდევ კარანტინის დროს დავიწყეთ.

„ჩემს მომავალზე ბევრი ვიფიქრე,თუმცა ეს გუნდი,ეს მწვრთნელი და ეს ქალაქი…აქ თამაში ყველა ფეხბურთელისთვის ოცნებაა.

„ჩემთვის კარანტინი უქმეებივით იყო,მე უბრალოდ მიხაროდა ნაპოლიში ყოფნა,სწორედ მაშინ მივხვდი,რომ გუნდში დარჩენა მინდა.გატუზოს მოსვლის შემდეგ,4-3-3 სქემაზე გადავერთეთ,რაც ჩვენი გუნდისთვის ზედგამოჭრილი სქემაა.ახლა ჩვენი მიზანი სეზონის გამარჯვებებით დასრულებაა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.