Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მერტენსი:“ არ ვიცი, დავრჩები თუ არა ნაპოლის რიგებში“

ნაპოლის ფორვარდმა დრის მერტენსმა ატალანტასთან მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ იცის, იქნება თუ არა ის პარტენოპეის რიგებში მომდევნო სეზონში.

მერტენსის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა მის ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომელიც გუნდის ხელმძღვანელობას ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივების საშუალებას აძლევს.

„ჩვენ სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ და ერთი მარცხი ამ ყველაფერს ხაზს ვერ გადაუსვამს. სამწუხაროა, რომ ამდენი ტრავმა ერთმანეთს დაემთხვა, ეს სიტუაციას ართულებს, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელებს ახლა თავის გამოჩენის საშუალება ექნებათ.

„ჩემი მომავალი ? მე ნაპოლიში თამაშით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. თუ გუნდმა ჩემი გაშვება გადაწყვიტა, ჩვენ ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ და მე მათ უდიდეს მადლობას გადავუხდი, რომ აქ თამაშის საშუალება მომცა, ჩემთვის პარტენოპეის რიგებში ყოფნა დიდი პატივია.

„ერთ დღეს ყველაფერი მთავრდება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნის შემდეგ მოხდება და პარტენოპეი პუნქტის ამოქმედებას და ჩემს დატოვებას გადაწყვეტს.“