Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მერტენსი:“ ნაპოლის დატოვების მიზეზი არ არსებობს“

დრის მერტენსმა, რომელიც ბელგიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ნაპოლიდან შესაძლო წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„დავტოვებ თუ არა ნაპოლის ? არ მგონია, ახლა ნაკრებში ვარ და აქ ნაპოლიზე საუბარი საჭირო არ არის, მაგრამ გეტყვით, რომ მე გუნდის დატოვებას არ ვაპირებ.

„მე ნაპოლის რიგებში ყოფნით ბედნიერი ვარ და მისი დატოვების არანაირი საფუძველი არ მაქვს, ამიტომ ყველა იმ სიახლეს, რომელიც ჩემს შესაძლო წასვლას იუწყება, კატეგორიულად ვუარყობ.“

დრის მერტენსს, რომელიც ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, თმცა ხელშეკრულების მიხედვით, სურვილის შემთხვევაში მისი გაგრძელება კიდევ ერთი სეზონით შეუძლიათ.