Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მერტენსი 3 კვირა იუქმებს

ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დრის მერტენსს კოჭის ტრავმის გამო მინიმუმ 3 კვირა გაუცდება.

პარტენოპეის ფორვარდმა ტრავმა ინტერთან მატჩის დროს მიიღო და მას მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. ფეხბურთელს ტესტები დღეს ჩაუტარდა და მიუხედავად იმისა, რომ მყესი დაზიანებული არ აქვს, მას 3 კვირა მაინც გაუცდება.

მერტენსი ამ დროის განმავლობაში ლაციოს, ტორინოს, კალიარის და სპეციას წინააღმდეგ მატჩებს გამოტოვებს.