მერტენსმა ახსნა,თუ რატომ გაახანგრძლივა კონტრაქტი ნაპოლისთან

დღეს დილით ნაპოლის ყველა დროის ბომბარდირმა გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

მისი ძველი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურებოდა და ბელგიელი ნაპოლის დატოვებასთან ახლოს იყო,თუმცა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება შეცვალა და იტალიაში დარჩა.

„ჩემი აქ მოსვლის დღიდან,ნაპოლიმ ყველაფერი მომცა და უკეთეს ადამიანად და ფეხბურთელად მაქცია.

„ნაპოლიმ უამრავი არაჩვეულებრივი რაღაცეები მასწავლა და საოცარი ხალხი გამაცნო.ნაპოლი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლი გახდა.

„მე კი რითიც შემეძლო გადახდა იმ ყველა სიკეთისთვის იყო გოლები,გოლები და გოლები…ხალხს,ვისაც ნაპოლი არ უყვარს,არასოდეს უნახია ეს ქალაქი და ხალხი ისე,როგორც ამას მე ვხედავ.

„ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებ,რომ დავრჩე ამ ქალაქის და გუნდის შესანიშნავი ისტორიის ნაწილად.

„მე,საუკეთესო მეგოლე გუნდის ისტორიაში… ვინ იფიქრებდა ამას,როდესაც გუნდში პირველად მოვედი და ნაპოლის მაისური პირველად მოვირგე…“

Leave a Reply

Your email address will not be published.