Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მესიასის ‘ზღაპრული’ ისტორია…

ჟურნიორ მესიასმა გუშინ მილანს ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშნელოვანესი 3 ქულა მოუტანა და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეუნარჩუნა, თუმცა რამდენიმე წლის წინ ბრაზილიელი ფეხბურთელი ალბათ ვერც კი ინატრებდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს შეძლებდა და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდის მაისურით გამარჯვების გოლს გაიტანდა.

მესიასის კარიერა ასე ვითარდებოდა:

• 2011 წელი: მესიასი ბრაზილიიდან იტალიაში გადაბარგდა, სადაც სხვადასხვა ტექნიკის კურიერად დაიწყო მუშაობა

• 2014 წელი: მესიასი სამოყვარულო გუნდის წევრი ხდება

•2015 წელი: მესიასი დებიუტი პროფესიონალურ დონეზე სერია დ-ში, როდესაც ის 24 წლის იყო

• 2018 წელი: დებიუტი სერია ც-ში

• 2019 წელი: დებიუტი სერია ბ-შ0

• 2020 წელი: დებიუტი სერია ა-ში

• 2021 წელი: ტრანსფერი მილანში, სადებიუტო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე და გოლი 30 წლის ასაკში, რომელიც მის პირველივე შეხებას მოჰყვა…